ახალგაზრდული ორგანიზაცია "იმპულსი 91" ენერგოეფექტურობის ირგვლივ დისკუსიის გაძლიერების მიზნით ნაშრომების კონკურსს აცხადებს.
ორგანიზაციის წარმოადგენლების ინფორმაციით, პროექტის სახელწოდებით “ენერგომეგობრობა“ ფარგლებში, ორგანიზაცია ენერგოეფექტურობის სფეროში გამოცდილების გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გზით, ცდილობს ხელი შეუწყოს ენერგოეფექტურობის დანერგვის პროცესებში საზოგადოების ჩართვას."სწორედ ამ მიზნით, ენერგოეფექტურობის თემაზე დისკუსიის გაძლიერებისთვის ვაცხადებთ ნაშრომების კონკურსს. სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოგზავნოს სიუჟეტი, სტატია, ესსე, თარგმანი ან კრიტიკა ენერგოეფექტურობის თემაზე. მოახდინოთ საკანონმდებლო რეგულაციების მიმოხილვა, ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ანალიზი", - ამბობს ახალგაზრდული ორგანიზაცია "იმპულსი 91" წარმომადგნელი, ანა შალიკიანი.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.




მასალის გამოყენების პირობები