ახალი ამბები
"ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღების არცერთი თანამშრომელი "ქართული ოცნებისგან" არ იღებს პარტიულ დავალებას"
FaceBook
"ქართული ოცნება"  სკოლამდელ დაწესებულებებში  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო მიზნებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2012 წელს დასრულდა ის დრო, როდესაც ყოველგვარი ზღვარი იყო წაშლილი მმართველი ძალის პარტიულ რესურსსა და ადმინისტრაციულ რესურსს შორის. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო წინა ხელისუფლების პირობებში იმ დაწესებულებების პოლიტიზება, რომელთა ფუნქცია ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვაა. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამსახურებაა საჯარო დაწესებულებების, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დეპოლიტიზება და ამ მიღწევას ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღების არცერთი თანამშრომელი "ქართული ოცნებისგან" არ იღებს პარტიულ დავალებას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიერ პარტიის მხარდაჭერას ითვალისწინებს. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც საბავშვო ბაღების თანამშრომლები არიან პარტიის აქტივისტები, რაც ამ უკანასკნელთა კონსტიტუციური უფლებაა. თუმცა, ისინი საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან არა როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები, არამედ მათი პარტიული სტატუსის ფარგლებში და ამ სტატუსის შესაბამისად. ამასთან, ისინი შესაბამის საქმიანობას ახორციელებენ არასამსახურებრივ საათებში.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" კვლავაც იზრუნებს საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის განუხრელ დაცვაზე და ადასტურებს მზადყოფნას, მოახდინოს სათანადო რეაგირება ამ პრინციპიდან ყოველგვარ გადახვევაზე. გარდა ამისა, მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ არჩევნების ყველა ნეიტრალურ დამკვირვებელთან ამ პრინციპის შესაძლო დარღვევის თითოეული ფაქტის შესასწავლად", - ნათქვამია  "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხდებაში. 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას მშენებარე სკოლის შენობაში "ქართული ოცნების" დროშაა აღმართული. სკოლის დირექტორი თამაზ ბარბაქაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ "ოცნების" დროშა მუშებმა დაკიდეს.

ამავე თემაზე:

"ქართული ოცნების" დროშა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მშენებარე საჯარო სკოლაში
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.