ახალი ამბები
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტი - შტატების გაზრდა აუცილებლობას წარმოადგენდა
FaceBook
ქუთაისის მერის მოადგილე და ამავე დროს საფეხბურთო კლუბ  "ტორპედოს" პრეზიდენტი,  ნოდარ მიქიაშვილი "ნაციონალების" ბრალდებას პასუხობს. მიქიაშვილის განმარტებით, "ტორპედოში" მხოლოდ სამი თანამშრომლით არის გაზრდილი შტატი. 
"ესეც საჭიროებიდან გამომდინარე. რადგან, როცა კლუბი "ვისოლის" მმრათველობაში იყო ცენტრალური ბუღალტერია ხელმძღვანელობდა ფინანსურ საკითხებს. ასევე, აუცილებლობას არ წარმოადგენდა "ვისოლს" სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტი ჰყოლოდა", - განმარტავს მიქიაშვილი. რაც შეეხება, ფეხბურთელებისთვის ხელფასების მომატებას, აღნიშნავს, რომ ძველ ფეხბურთელებს იგივე ხელფასები აქვთ, ხოლო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მას შემდეგ შეურთდნენ გუნდს, რაც კლუბი თვითმმართვველობას გადმოეცა, მაღალი ხელფასები აქვთ.
"კლუბს, ასევე, აქვს გარკვეული თანხა ფედერაციიდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ ხელფასებად დაერიცხა იქ მომუშავე პერსონალს. ამის შესახებ ჩანს ინფორმაცია არ ექნებოდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბევრი ბრალდება აქვთ", - აღნიშნავს კლუბის პრეზიდენტი.
მიქიაშვილმა განმარტება ქალაქის მერის ახლობელზე, დავით მურღულიაზეც  გააკეთა, რომელიც "ნაციონალების" განმარტებით, შოთა მურღულიას მერად არჩევის შემდეგ დაინიშნა კლუბში ექიმად და ხელფასიც მოუმატეს.
"ეს ადამიანი წლებია მუშაობს ამ კლუბში და არანაირად არ მომატებია ხელფასი. ჩვენი ინფორმაციით, არანარად არ მომდარა ხელფასები გაზრდა. მაგრამ თუკი ეს ასეა "ტოპრედოს" ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", - ამბობს კლუბის პრეზიდენტი. 
ნოდარ მიქიაშვილი ირწმუნება, რომ საფეხბურთო კლუბ " ტორპედოს" დამფინანსებლის მოძიებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

თეკლე მორგოშია



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.