ახალი ამბები
სატვირთო ავტომანქანები და ჩავარდნილი მიწა გელათის ქუჩაზე - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში გელათის ქუჩაზე მიწა ჩავარდა. ადგილობრივების განმარტებით, ტერიტორიაზე მოძრავმა სატვირთო მანქანებმა მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. 

"მძიმე წონიანი მანანები არიან, გზა დააზიანეს. ღვარსადენი აღარ არსებობს ფაქტობრივად. როცა გაწვიმდა, გადმოვარდა წყალი და წაიღო 10 მეტრი სიგრძის ღობე. თუკი დროულად არ გაკეთდება და ნალექი მოიმატებს, შეიძლება სახლიც წაიღოს", - ამბობს გელათის ქუჩაზე მცხოვრები, შალვა შანიძე.

კომპანია "ინფრა კონსტრაქშენი" ერთ წელზე მეტია მდინარე ხანისწყალზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს აწარმოებს. სატვირთო ავტომანქანები კი, სწორედ, გელათის ქუჩის გავლით, დღეში რამდენჯერმე გადაადგილდებიან. მათი განმარტებით, სამუშაოები 10 დღეში დასრულდება. 

"ორი წლის წინ საერთოდ არ იყო აქ გზა და ჩვენ განვაახლეთ. შემდეგ, რაღაც კომუნიკაციები გააკეთეს და მაგ ადგილას ჩაიწია მიწა", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, ანდრო იოსავა. 


სატვირთო მანქანები, რომლებიც გელათის ქუჩაზე გადააგილდებიან

აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა "ბურჯანაძე-კუკავას გაერთიანებული გუნდის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა და პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ. მისი განმარტებით, ეს საფრთხეს უქმნის საფიჩხიაზე მცხოვრებ ათეულ მოსახლეს. 

"მივესალმები ყოველგვარ ინვესტიციასა თუ მშენებლობას, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ცალკეული ოჯახების ხარჯზე. წინასწარ პრევენციისთვის მოვიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლები და დაუდგნენ მოსახლეობას გვერდით", - ამბობს გოგი წულაია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.