ახალი ამბები
უსახლკაროებს ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ბინის გასაღებს 1 ოქტომბერს გადასცემენ
FaceBook
ქუთაისის მერია,  1 ოქტომბერს 12:00 საათზე უსახლკაროებს სოციალური საცხოვრსის გასაღებს  გადასცემს. ბინების მისაღებად მერიამ  მიმდინარე წელს კონკურსი გამოცხადდა.  ქალაქი ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განცხადებით, საკონსკურსო კომისიაში 300-ზე მეტი ბენეფიციარის განაცხადი შევიდა, რომელთაგან 51-ს მერიამ უარი იმ მოტივით უთხრა, რომ მათ სახელზე ქონება რეგისტრირდებოდა. ბინის მიღების მსურველთაგან კი 260 ბენეფიციარი იმ სიაში ჩაისვა, რომლებსაც ნიკეას ქუჩაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისში ბინის მიღების შანსი აქვს. 

კოტე ქავთარაძის თქმით, კომისიამ ბენეფიციართა შერჩევის დროს კონკრეტული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. პრიორიტეტი მიენიჭა მათ, ვისაც ამ მომენტში თავშესფარი არ აქვს, ასევე, შშმ პირებსა და სოციალურად უკიდურესად შეჭირვებულებს.

ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს კი ამ მიზნით ბიუჯეტში დამატებით 1 500 000 ლარის გათვალისწინება მოხდა.

როგორ ცხოვრობენ საცხოვრებელი პირობების მომლოდინე ოჯახები ძველ და ამორტიზებულ შენობებში, ნახეთ სიუჟეტი:


ამავე თემაზე:


ქუთაისში 50-მდე ოჯახს კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში შეასახლებენ

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი ცხადდება

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.