ახალი ამბები
ომბუდსმენი - კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე არასაკმარისი რეაგირება
FaceBook
"ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები საქართველოში ჯერ კიდევ არასათანადოდ ხორციელდება"



სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული  ჩვენს ქვეყანაში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არასაკმარისი რეაგირება, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მატება, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობისა და არასრულწლოვანთა თვითმკვლელობების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა უფლებების დაცვა, რეგიონებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობა, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ბავშვთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა საჭიროებების უზრუნველყოფა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის, მათი უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების სისტემური და მასშტაბური განხორციელება.
"პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. სახალხო დამცველი ულოცავს ამ დღეს საქართველოში მცხოვრებ ყველა არასრულწლოვანს და უსურვებს მათ ღირსეულ, მათი განვითარებისთვის ადექვატურ, ძალადობის, სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებას.
სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ გვიჩვენა, რომ ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები საქართველოში ჯერ კიდევ არასათანადოდ ხორციელდება.
სახალხო დამცველის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის "კომუნიკაციის პროცედურების შესახებ" ხელმოწერისა და რატიფიკაციის პროცესი დღემდე არ დასრულებულა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოქმი საერთაშორისო სამართლებრივი გზით არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ეფექტიან საპროცესო მექანიზმს წარმოადგენს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, განუხრელად შეასრულონ საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტებით ნაკისრი ვალდებულებები და თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უპირატესი ყურადღება მიმართონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისკენ," - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1925 წელს, "ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ" ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ჩაეყარა, ხოლო 1950 წლიდან ეს დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციითა და გაეროს წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად, ბავშვთა ღირსების, მათი თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება და დაცვა ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საფუძველია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.