ახალი ამბები
“ჯორჯიან სერვის გრუპ-2007”- მა ქუთაისში ფილიალი გახსნა
FaceBook
"ჯორჯიან სერვის გრუპ-2007" -მა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ფილიალი გახსნა.
კომპანია ბიზნეს პროცესების აუტსორსინგს ახორციელებს და გარე რესურსების მოზიდვაზეა ორიენტირებული. ქვეყნებში გახსნის ცერემონიაზე თავად კომპანიის, პროგრამა "აწარმოე საქართველოში", ადგილობრივი თვითმმართველობის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"100 %-იანი ექსპორტის სერვისს ვაწარმოებთ მთელი ევროპის მასშტაბით. 270 ადამიანი დასაქმებული თბილისში, ქუთაისში ჯერჯერობით - 30. თანამშრომლებს, ძირითადად, უცხოელი მომხმარებლების ელ-ფოსტაზე და სატელეფონო ზარებზე პასუხი ევალებათ.

ჩვენი მიზანია, რომ ეს რიცხვი 100-მდე გავზარდოთ დღეიდან. ჩვენს კომპანიაში დასაქმებულები ევროპელ მომხამრებლებს მოემსახურებიან, როგორც სატელეფონო, ასევე, წერილობითი სახით", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, ვახტანგ ბარდაველიძე.

"ჯორჯიან სერვის გრუპ-2007" პირველი აუტსორსული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 10 წელია ევროპულ ბაზარს ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ამჟამად, საქართველოში GSG 300 თანამშრომლით ყველაზე დიდი და მზარდი მომხმარებელთან ურთიერთობის კომპანიაა. 2007 წლიდან "ჯორჯიან სერვის გრუპ-2007" გერმანული ონლაინ მაღაზია "“Zooplus”"-ის სერვის პროვაიდერია, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით კლიენტებს უწევს მომსახურებას. ამჟამად კომპანიაში 9 ენობრივი დეპარტამენტი ფუნქციონირებს:

გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური, იტალიური, თურქული, პოლონური, ბერძნული, რუსული. ყოველდღიურად GSG-ში მუშავდება 37 500 დავალება, კერძოდ, 11 000 წერილი, 12 500 ზარი და 14 000 დამატებითი დავალება. Zooplus-ის ყოველწლიური 37 %-იანი ზრდის პარალელურად წარმატებით ვითარდება
"ჯორჯიან სერვის გრუპი_2007" და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოსა და აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ამ დროისთვის ქუთაისის ფილიალისთვის მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე 30 თანამშრომელია შერჩეული.

ერთი წლის განმავლობაში "ჯორჯიან სერვის გრუპ-2007" ქუთაისის ფილიალში 100 სამუშაო ადგილს შექმნის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
12:22 / 05.02.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი
ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე
ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
12:43 / 04.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.