ახალი ამბები
გაეროს ბავშვთა ფონდი მუნიციპალიტეტებისთვის კონკურსს აცხადებს
FaceBook
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად გაეროს ბავშვთა ფონდი მუნიციპალიტეტებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსი ანტი-სტიგმა მოძრაობის "დაინახე ყველაფერი" ფარგლებში ცხადდება. მას გაეროს ბავშვთა ფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია "დაინახე ყველაფერი" გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავცელებას.

მუნიციპალიტეტებს შორის კონკურსი ფონდმა მიმდინარე წლის 25 სექტემბერს გამოაცხადა და ის 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

"ადგილობრივ მმართველობას და თვითმმართველობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საქმეში," - აცხადებენ გაეროს ბავშვთა ფონდში.

მათივე ცნობით, კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს საუკეთესო გამოცდილებისა და სოციალური პროგრამების მქონე მუნიციპალიტეტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქმნიან ხელმისაწვდომ გარემოს (ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, საჯარო ტრანსპორტი, გასართობი ადგილები) და ზრუნავენ მათი განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის.

ასევე, კონკურსის შედეგად გამოვლინდება ის მუნიციპალიტეტი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საქმეში წვლილი მიუძღვის.

სამ გამარჯვებულ მუნიციპალიტეტს 2017 წლის 17 ოქტომბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.