ახალი ამბები
ქუთაისში, "მწვანე ბარათის" გათამაშებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია გააცნეს
FaceBook
"მწვანე ბარათის" გათამაშებასთან დაკავშირებით ქუთაისის ამერიკულ კუთხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა, ჯეიმს უოტერმანმა ამერიკის ვიზის მიღებით დაინტერესებულ პირებს მის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო და კითხვებს უპასუხა. 

ჯეიმს უოტერმანმა განმარტა, რომ "მწვანე ბარათის" მოგების და ვიზის მიღების შემდეგ გამარჯვებულმა ბილეთისა და ამერიკაში ცხოვრების ხარჯები თვითონ უნდა გაიღოს. 
"არც სამსახურია გარანტირებული და არც მანქანა, რა თქმა უნდა. ვიზის მიღების შემდეგ გამარჯვებულმა ამის შესახებ თავად უნდა იზრუნოს", - ამბობს ჯეიმს უოტერმანი.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 2018 წლის პირველი მაისიდან შეძლებთ თქვენი სტატუსის გადამოწმებას გათამაშების ვებ-გვერდზე:
www.dvlottery.state.gov.

2019 წლის გათამაშების პროგრამისთვის რეგისტრაცია იწყება 2017 წლის 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე (თბილისის დროით) და დასრულდება 2017 წლის 7 ნოემბერს, 20:00 საათზე (თბილისის დროით).

მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამაში მონაწილეობის მისაღები განაცხადი ივსება მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: www.dvlottery.state.gov
განაცხადის შეტანა უფასოა.

1990 წლის საიმიგრაციო კანონით დაარსდა მწვანე ბარათის გათამაშების (DV) პროგრამა, რომლის მიხედვით 55,000 საიმიგრაციო ვიზა იქნებოდა ხელმისაწვდომი ყოველწლიური გათამაშების გზით. გათამაშების მიზანს წარმოადგენს შეერთებულ შტატებში იმიგრანტი მოსახლეობის დივერსიფიცირება, კანდიდატების შერჩევით ძირითადად იმ ქვეყნებიდან სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში იმიგრირებულთა რაოდენობის დაბალი მაჩვენებლი ფიქსირდება.

მწვანე ბარათის გათამაშების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები და ონლაინ კითხვა-პასუხის სესიების გამართვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიცაა დაგეგმილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.