ახალი ამბები
"არის აუფეთქებელი ჭურვები, რომლის აფეთქების საშიშროება დიდია" - თერჯოლაში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
FaceBook
თერჯოლაში, სადაც სამხედრო პოლიგონია, ამ დრომდე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება, რადგან სამშველო ბრიგადა შემთხვევის ადგილზე  ჭურვების შესაძლო აფეთების გამო ვერ შედის. ცეცხლი, რომელიც დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა ბალახს და ბუჩქანარს უკიდია.

"ეს არის სამხედრო ბაზა, სადაც არის აუფეთქებელი ჭურვები, რომლის აფეთქების საშიშროება დიდია. ამიტომ, ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მიმდინარეობს მოკვლევა. თუმცა, მათი ადგილზე შეშვება ვერ ხერხდება, რადგან სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია",  - აცხადებს ჩვენთან საუბარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელი, ნინო თოლორდავა.

თერჯოლის მუნიპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში, სამხედრო პოლიგონზე ტყეში ხანძარი დღეს გაჩნდა. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე ქუთაისის და წყალტუბოს სამაშველო სამსახურის ჯგუფებია მობილიზებული.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, მთელი ქვეყნის
მასშტაბით გამოვლენილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 104 484
ფაქტი.
10:50 / 07.06.2025
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 104 484 ფაქტი.
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სამართალდამცველების მიერ
გამოვლენილია ნარკოდანაშაულის  2370 ფაქტი.
09:40 / 07.06.2025
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სამართალდამცველების მიერ გამოვლენილია ნარკოდანაშაულის  2370 ფაქტი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.