პოლიტიკა
"ქუთაისის მერია მომავალშიც "ქართული ოცნების" შტაბი იქნება" - "ევროპა ჩვენი სახლია"
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლების განმარტებით, ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში, გადაცემა "ამომრჩევლის პირისპირ", ქუთაისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", გიორგი ჭიღვარიამ აღიარა მერიაში პარტიული აქტივის მუშაობა.

"პარტიული აქტივის დასაქმებით, გარდა იმისა, რომ ირღვევა არაერთი ნორმა, რაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს და მოხელეების შესარჩევად კონკურსანტებისთვის თანაბარი პირობების განსაზღვრას გულისხმობს, მთლიანად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ 2014 წელს მერიის სტრუქტურებში თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები, რომლის თავმჯდომარე დვალს "ევროპა ჩვენი სახლია" თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დანიშვნაში ადანაშაულებდა. მოგვიანებით, დადასტურდა, რომ მერიაში მომუშავე ადამიანების დიდი ნაწილი უსამართლოდაა დანიშნული და ამ დანაშაულზე თანაბარ პასუხისმგელობას ინაწილებენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დვალი", - განმარტავს "ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გია გოქაძე.

მისი თქმით, რაც შეეხება, ჭიღვარიას, მისი გაცხადებული პოზიციიდან გამომდინარე, რაიმე სიახლეს და განსაკუთრებულ სამართლიანობას, ამ და სხვა მიმართულებებით მისი არჩევის შემთხვევაშიც არ უნდა ველოდოთ.

"ქუთაისის მერია მომავალშიც "ქართული ოცნების" შტაბი იქნება", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ქუთაისის მერიამ კონკურსი 2015 წელს გამოაცხადა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, საერთაშორისო დონორის
ფინანსური მხარდაჭერით, ახალი ბორანის მოწყობის სამუშაოები
მიმდინარეობს.
10:53 / 24.05.2025
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, საერთაშორისო დონორის ფინანსური მხარდაჭერით, ახალი ბორანის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 მაისამდე საქართველოს
ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და
ელჭექი.
10:43 / 24.05.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.