ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ მშენებლები, არქიტექტორები და კომუნალური სფეროს თანამშრომლები დააჯილდოვა
FaceBook
5 მშენებელს საპატიო მოქალაქის, 11 მშენებელ-არქიტექტორს ღვაწლმოსილის წოდება მიენიჭა, ააიპ "სპეციალური სერვისების" 7 თანამშრომელს კი, ქუთაისის მერიის საპატიო სიგელი გადაეცა.
ღონისძიება, რომელიც მშენებლის პროფესიულ დღეს მიეძღვნა, ქალაქის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

"2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გამოვლენა და დაჯილდოება. ადამიანებს ჭირდებათ დაფასება და პატივგება. მედიკოსებს უკვე შევხვდით და დაგეგმილია მსგავსი შეხვედრა მოვუწყოთ პედაგოგებსაც," - განმარტა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

ღონისძიებას ქალაქში მოღვაწე არქიტექტორები და სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"მშენებლობა ყველა დროშია აუცილებელი. როდესაც ქვეყანაში მშენებლობა მიდის, მაშინ ქვეყანა ფეხზე დგას. დღეს ქუთაისში ბევრი რამ შენდება, მაგრამ სასურველია, რომ უფრო მეტი აშენდეს," - განაცხადა შპს "თეგიკა უნივერსალის" ხემძღვანელი, თენგიზ გვანცელაძე.

ქუთაისის მერი განმარტავს, რომ პროფესიული დღეების აღნიშვნა ქალაქში 2018 წელსაც გაგრძელდება, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები უკვე გათვალისწინებულია.  

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.