ახალი ამბები
"ქართული ოცნების" შტაბი ქუთაისში ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებაზე განცხადებას ავრცელებს
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ცენტრალური საარჩევნო შტაბი სოციალურ ქსელში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ბოჭორიშვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც მას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ, განცხადებას ავრცელებს.

შტაბის იურისტის გოჩა ავალიანის გამარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47–ე მუხლის მოთხოვნები ყველა მაჟორიტარობის კანდიდატისთვის ცნობილია.

"გავრცელებულ ვიდეოში არ ფიქსირდება არც ერთი დაპირება, მითუმეტეს, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი, ამომრჩევლის მოთხოვნაზე – მაჟორიტარობის კანდიდატი პასუხობს, რომ სიები მიაწოდონ. განმარტებისთვის – მაჟორიტარობის კანდიდატის კახაბერ ბოჭორიშვილის შტაბში, ასევე, ქუთაისის ცენტრალურ საარჩევნო შტაბში შექმნილია ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებს კვალიფიციურ კონსულტაციას უწევს დასაქმების თუ მერიის სოციალური პროგრამების შესახებ.

კონსულტაციის გაწევა, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება. მოქალაქეები, რომლებიც მაჟორიტარობის კანდიდატს მიმართავენ, ხშირ შემთხვევაში არ არიან ინფორმირებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამების შესახებ. ასევე, იმის შესახებ, რომ მერიასა და მასთან დაქვემდებარებულ აიპ-ებში დასაქმების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ HR–ის გვერდზე.

"ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის საარჩევნო შტაბი გავრცელებულ კადრებში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ ყოველივე ეს, ოპონენტების მხრიდან მიზანმიმართული მცდელობაა - ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ და წინასაარჩევნო გარემოს დისკრიმინაცია მოახდინონ", - აღნიშნულია "ქართული ოცნების" ქუთაისის ცენტრალური საარჩევნო შტაბის განცხადებაში. 

"სასწრაფოდ სიები, რომ დროული რეაგირება გავაკეთოთ",  -  ასე  მიმართვს ამომრჩეველს "ქართული ოცნების" ნიკეას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა ბოჭორიშვილი. ამომრჩეველი  კანდიდატს დასაქმების პრობლემაზე ესაუბრება, რა ის სიების მიწოდებაზე ეუბნება "სასწრაფოდ სიები, რომ დროული რეაგირება გავაკეთოთ". კახა ბოჭორიშვილისა და ამომრჩევლის შეხვედრის ამსახველი ვიდეოს ეს მონაკვეთი სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ქალაქმუზეუმის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნიკა ნარსიამ გაავრცელა.


მავე თემაზე:

"სასწრაფოდ სიები" - "ოცნების" კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.