ახალი ამბები
დაპირისპირება ქუთაისის მერსა და "ნაციონალ" დეპუტატს შორის
FaceBook
მწვავე დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომაზე დაცვის თანამშრომლის მობილიზება გახდა საჭირო.

ქუთაისის მერიის მიერ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოსთვის" თანხის გადარიცხვა გახდა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, უმცირესობის დეპუტატისა და ქალაქის მერის დაპირისპირების მიზეზი.
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ამირან ძოწენიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწუნა "ტორპედოზე" მზრუნველობა და სოციალური პროგრამების მიმართ გულგრილობაში დაადანაშაულა.
"ნაციონალი" დეპუტატის განმარტებით, უმჯობესი იქნებოდა, "ტორპდოსთვის" გამოყოფილი თანხა სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს დამატებოდა. მან ასევე, ქალაქის მერი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაადანაშულა,  "ვისოლის" კლუბიდან წავლის საკითხში. ძოწენიძის თქმით,  ვისოლი, რომელიც აღნიშნულ საფეხბურთო კლუბს ასპონსერებდა,  აიძულეს წასულიყო.
"სოციალურ პროგრამებზეც არის დამატებული თანხები. რაც შეეება "ტორპედოს", ჩვენ არ გავაჩერებთ ამ გუნდს. შეიძლება მეც არ მიხარია რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება მისი შენახვა. მაგრამ ვიდრე სპონსორი არ მოიძებნება, თქვენც შეგიძლიათ ვინმე მოძებნოთ", - ასე განუმარტა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულია საკრებულოს სხდომაზე განაწყენებულ დეპუტატს "ტორპედოსთვის" თანხის გადარიცხვის მიზეზები.
მეტი დამაჯერებლობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალიც შეეცადა ქალაქის მერის პოზიცია დაეცვა და უმცირესობის დეპუტატს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. "დამშვიდების" მცდელობა კი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"გვესმის რომ გაღიზიანებული ხართ, რადგან თქვენი პარტია იშლება", - ამ რეპლიკით მიმართა დავით დვალმა "ნაციონალს" დეპუატატს. 
"სჯობია თქვენს პარტიას მიხედოთ. რა თმა უნდა, თუკი გახსოვთ ახლა რომელ პარტიას წარმოადგენთ. იმდენი პოლიტიკური პარტია გაქვთ გამოცვლილი, რომ შეიძლება აღარც გახსოვთ," - ამგვარი გამოსვლით უპასუხა კოლეგის რეპლიკას ამირან ძოწენიძემ.
მწვავე დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომაზე დაცვის თანამშრომლის მობილიზება გახდა საჭირო. თუმცა, დეპუატატებს შორის არსებული დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირემამდე არ მისულა.
თეკლე მორგოშია

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
5 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 564 691 აცრა.
16:54 / 05.08.2021
5 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 564 691 აცრა.
ქუთაისის მერიას, შესაძლოა, ახალდაქორწინებული
ოჯახების  წახალისების პროგრამის გაუქმება მოუწიოს.
10:45 / 04.08.2021
ქუთაისის მერიას, შესაძლოა, ახალდაქორწინებული ოჯახების  წახალისების პროგრამის გაუქმება მოუწიოს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.