ახალი ამბები
ქუთაისიპოსტის დაინტერესების შემდეგ წყალტუბოში სამშენებლო ნარჩენებზე ატრაქციონებს აღარ დაამონტაჟებენ
FaceBook
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში სამშენებლო ნარჩენებზე საბავშვო ატარქციონებს აღარ დაამონატაჟებენ. ეს გადაწყვეტილება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც საკითხით ქუთაისიპოსტი დაინტერესდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორიიდან სამშენებლო მასალები 10 სექტემბერს გაიტანეს.

"უკვე გატანილია ნარჩენები პარკის ტერიტორიიდან," - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ლევან ჩაკვეტაძე.

ცენტრალურ პარკში სამშენებლო ნარჩენები შპს "ორბიტამ" მიმდინარე წლის ივლისში წყალტუბოს გამგეობიდან მიღებული ნებართვის შემდეგ შეიტანა. კომპანიამ უკვე დაამონტაჟა 2 საბავშვო ატრაქციონი სამშენებლო ნარჩენებზე.

გამგეობაში საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარში თავდაპირველად განმარტეს, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა და კურორტის უნიკალური წყლის დაბინძურების საფრთხე პარკში ნარჩენების შეტანის შემდეგ გამორიცხული იყო. თუმცა, მოგვიანებით გვითხრეს, რომ ტერიტორიდან სამშენებლო ნარჩენებს გაიტანდნენ.

აღნიშნული ფაქტი, ადგილობრივებისა და ინჟინრების კრიტიკის საგანი გახდა, რადგან მათი თქმით, წყალტუბოს პარკში, როგორც პირველ სანიტარულ ზონაში მსგავსი ქმედება კურორტს დააზარალებდა.


ამავე თემაზე:


სამშენებლო ნარჩენებზე აწყობილი ატრაქციონი წყალტუბოში


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.