ახალი ამბები
გოგი წულაია გაზის ტარიფის გაძვირების გასაპროტესტებელ აქციებს 20 სექტემბრიდან აანონსებს
FaceBook
"ბურჯანაძე-კუკავას გაერთიანებული გუნდის" ქუთაისის მერობის კანდიდატი და პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირების გასაპროტესტებლად აქციებს პარლამენტის შენობასთან აანონსებს.

ის ამბობს, რომ აქციებს 20 სექტემბრიდან დაიწყებს. გოგი წულაიას განმარტებით, მათ მიმდინარე წლის აგვისტოში გაზის ტარიფის გაძვირებაზე ხელმოწერებიც შეაგროვეს და დღეისთვის დაახლოებით 700-800 ხელმოწერა აქვთ.

"დამამცირებელი ფაქტია, როცა რეგიონებს გაზის ტარიფს 11-12 თეთრით უძვირებენ და თბილისს 0.05-ით, რადგან მანდ რეიტინგის დაწევა არ უნდა. ეს არის ტრაგედია. მოვითხოვთ, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას", - აცხადებს "ბურჯანაძე-კუკავას გაერთიანებული გუნდის" ქუთაისის მერობის კანდიდატი, გოგი წულაია.

იმერეთში რეგისტრირებული 133 600 აბონენტი გაძვირებული გაზის ტარიფს 20 ივლისიდან იხდის. სემეკის ინფორმაციით, რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი 2 თეთრამდე გაიზარდა. ჯამში, საქართველოს მასშტაბით, ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე გადასახადი 7-დან 11 თეთრამდე გაიზარდა. შეცვლილი ტარიფები 2018 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

ამავე თემაზე:


ქუთაისში გაზის ტარიფის გაძვირება ათამდე ადამიანმა გააპროტესტა

20 ივლისიდან იმერეთის აბონენტებს ბუნებრივ აირზე გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევთ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.