ახალი ამბები
უსახლკაროთა სია, რომლებიც ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ბინებს მიიღებენ
FaceBook
ქუთაისის მერიამ იმ უსახლკარო პირთა სია გამოაქვეყნა, ვინც სოციალურ საცხოვრისში ბინით უპირობოდ დაკმაყოფილებას ექვემდებარება.

თვითმმართველობაში ბინების მოთხოვნით სულ 350-მდე განაცხადი შევიდა.

მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, დროებით საცხოვრისში უპირობოდ გადაყვანას 29 ოჯახი ექვემდებარება:

ამილახვარი ლამარა, გვეტაძე დავითი, გიგაშვილი ხვიჩა, ყაზაიშვილი გია, წერეთელი ბონდო, ჭულუხაძე დავითი, ახალკაცი მევლუდი, კეპულაძე დავითი, ცირეკიძე ამირანი, ჯინიყაშვილი ავთანდილი, მეფარიშვილი დიმიტრი, ტოგონიძე ავთანდილი, კალანდაძე ქიშვარდი, ყვავაძე ნატალია, ბიბილეიშვილი მადონა, ხაჯიმურატოვა როზა, ჩახაიძე ალბერტანი, პასკარი ტარიელი, გაგოშიძე მზევინარი, ბედოიძე ეკა, გიორგაძე ვარლამი, ჩუბინიძე ჟუჟუნა, კლიმენკო ალლა, ქალქაშაძე სულიკო, ქარქაშაძე დალი, ნიშნიანიძე გულნარა, გვეტაძე ალექსანდრე, ხაჩატუროვა სალომე, კაცაძე ლენა.

ასევე, სარეიტინგო ქულა მიენიჭა 226 პირს, რომელიც საცხოვრისში 5 წლიანი ვადით შესახლებას ითხოვდა. თუმცა, აქედან რამდენი მათგანი დაკმაყოფილდება, ჯერჯერობით უცნობია. მერიაში განმარტავენ, რომ პრიორიტეტი მაღალქულიან ოჯახებს მიენიჭებათ.

ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის თქმით, სოციალური საცხოვრისი თავდაპირველად 50-მდე ბენეფიციარზე იყო გათვლილი, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობა, შენობაში არსებული თავისუფალი ფართის, დაახლოებით 1870 კვ.მ-ის გამოსყიდვას გეგმავს და ასეთ შემთხვევაში 80-ზე მეტი უსახლკაროს ბინით დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. დამატებითი ფართის შესაძენად კი მერიამ 1 800 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

იმ, პირთა სიას, რომელსაც მერიამ სარეიტინგო ქულა მიანიჭა, ქუთაისიპოსტი გთავაზობთ:











Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.