ახალი ამბები
"ჩვენი ნებით ვალაგებთ" - ქუთაისში საკლასო ოთახებს მშობლები ალაგებენ
FaceBook

ქუთაისის საჯარო სკოლებში დირექტორები მშობლებს საკლასო ოთახების დასალაგებლად იბარებენ და ასევე, ფარდების შესაძენასაც სთხოვენ.

ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს ილიკო ნაცვალაძემ გაავრცელა.

"ყველა ის დირექტორი და მასწავლებელი სამუდამოდ უნდა ჩამოცილდეს სკოლას, რომელიც მშობლებს საკლასო ოთახების დასალაგებლად იბარებს და ფარდების ყიდვას თხოვს. მშობლების წვლილი არანაკლებია ამ დამპალი სისტემის განოყიერებაში", - წერს ილიკო ნაცვალაძე სოციალურ ქსელში.

ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მშობლები ფანჯრების გასაწმენდად დღეს 21-ე საჯარო სკოლაში დაიბარეს.

ქუთაისიპოსტი დაინტერესდა ამ შემთვევით და დასახელებულ საჯარო სკოლაში მივედით. ადგილზე მისვლის მომენტში შენობაში ნადვილად იმყოფებდონენ მშობლები, სკოლის დირექტორი და მასწავლებლები, რომლებიც საკლასო ოთახებს ალაგებდნენ.

თუმცა, მშობლებმა ჩვენთან საუბარში განმარტეს, რომ დალაგების იდეა თავად გაუჩნდათ და მათთვის სკოლაში მისვლა არავის დაუვალებია.

"ჩვენი ნებით ვალაგებთ. ამაში რა არის ცუდი არ ვიცი. ვერ წარმომიდგენია ახლა ვინმეს, როგორ შეიძლება რამე აიძულო. ჩვენს ისევე ვალაგებთ ოთახებს, როგორც დირექტორი თუ მასწავლებელი", - განმარტავენ ქუთაისის #21 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები.

მშობლების დაბარების შესახებ ინფორმაცია ასევე, არ დაადასტურა სკოლის დირექტომა, რუსუდან ჭეიშვილმაც. რაც შეეხება, ფარდების შეძენის მიზნით ფულის აკრებას. მისი თქმით, სასკოლო ფარდები მან მშობლებისგან დამოუკიდებლად შეიძინა და ამისთვის თანხის აკრება არავისთვის დაუვალებია.

"1000 ლარი გადავიხადე ფარდებში, საკუთარი თვალით შევარჩიე და მოვიტანე. როგორ ვეტყოდი ვინმეს ფულის აკრებას ეს არის აბსურდი", - განარტავს ის.

ქუთაისის საგანამათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ბადრი ვაშაკიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ირწმუნება, რომ დირექტორის მხრიდან მშობლების მიმართ სკოლის დალაგების დაძალებას ადგილი არ ჰქონია. ვაშაკიძე განმარტავს, რომ  ქუთაისის ყველა საჯარო სკოლას დამლაგებლი ყავს.

"ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს არის განათლების მტერი. არავითარი ფულის აკრება არ ხდება. რაც შეეხება, ოთახების დალაგებას რა მოხდა თუ მშობელმა გამოთქვა სურვილი დაალაგოს საკლასო ოთახი, სადაც მისმა შვილმა უნდა ისწავლოს", - ამბობს ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.