ახალი ამბები
ქუთაისის ბაზარში ყველის ფასმა მოიმატა
FaceBook

ქუთაისის ბაზარში 1 კილოგრამი ყველის ფასი სამი-ოთხი ლარით გაძვირდა.ბოლო ერთი კვირაა, იმერული ყველის ბაზარზე გასაყიდმა ფასმა 9 - 11 ლარს მიაღწია.


 

"გლეხებისგან 7- 8 ლარზე ნაკლებად ვეღარ ვყიდულობთ ყველს, როცა ასეთ ფასად ერთი კვირის წინ ჩვენ თვითონ ვყიდდით ბაზარზე," - ამბობს ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან მოვაჭრე ნაილი კახიძე.

მოვაჭრეები ყველის გაძვირებას წველადობის შემცირებას და გვალვებს უკავშირებენ.

წველადობამ იკლო, აღარაა ზაფხული, თანაც ისეთი სიცხეების და გვალვების გამო ყველაფერი გადახმა, უჭირს გლეხებს საქონლის გამოკვება, ამიტომაც გაძვირდა ყველი," - ამბობს მოვაჭრე დოდო გაბუნია.

მოვაჭრეების თქმითვე, ყველის ფასი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ზამთარში გლეხებს კიდევ უფრო გაუძვირდებათ საქონლის გამოკვება.

ყველის გაძვირებამ, ბაზარში მოვაჭრეების თქმით, რეალიზაციის შემცირებაც გამოიწვია. გაძვირებული რძის პროდუქტის გამო უკმაყოფილებას მოქალაქეებიც გამოთქვამენ.

"ყოველნაირად უჭირს ხალხს და გაძვირებული პროდუქტები კიდევ უფრო ართულებს არსებობას," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნინო გოქაძე.

მიმდინარე წლის ზაფხულში ყველის ფასი 6-7 ლარის ფარგლებში მერყეობდა.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.