ახალი ამბები
ქუთაისიპოსტზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი შეწამლეს
FaceBook
წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი, რომელსაც ქვეწარმავლები შეესია და ადგილობრივები დაკბინა, შეწამლულია.

სადეზინფექციო ღონისძიებები შენობას მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც "ქუთაისიპოსტმა" დაკბენის ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

"შეწამლეს ტერიტორია, შენობა და ახლა იმედია უსაფრთხოდ მაინც ვიქნებით," - ამბობს დევნილი თამილა ქარდავა.

სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა დასახლებაში, წყალტუბოს გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფმა შპს "პროგრესმა" განახორციელა.

"ქალაქ წყალტუბოში, 65200 კვ. მეტრზე, ქუჩებსა და მწვანე საფარზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დეზიფექციასთან ერთად, ტარდება ქუჩების დეტარიზაცია და ქვეწარმავლების დაფრთხობის ღინისძიებები," -  განმარტავს  შპს "პროგრესის" ხელმძღვანელი, გოჩა სახურია.

სადეზინფექციო სამუშაოებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  8000-მდე ლარი იხარჯება. 

წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" მცხოვრები 2 დევნილი ქალი გასულ კვირას ქვეწარმავლეებმა დაკბინა, თუმცა შემთხვევას ორივე მათგანი გადაურჩა.



ამავე თემაზე:

წყალტუბოში 80 წლის ქალი გველმა დაკბინა

წყალტუბოში გველისგან დაკბენილი ქალი გადარჩა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.