ახალი ამბები
მიმდინარე წლის აგვისტოში ქუთაისის ტურიზმის ცენტრს 2 254 ვიზიტორი ესტუმრა
FaceBook
2017 წლის აგვისტოში ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს 2 254 ვიზიტორი ესტუმრა.
ტურიზმის ცენტრში განმარტავენ, რომ ეს წინა პერიოდთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია. მათი თქმით, ქუთაისში ტურისტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი პოლონეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და ლატვიიდან ფიქსირდება.

ტურიზმის საინფომაციო ცენტრში აცხადებენ, რომ აგვისტოს თვე ტურისტებისთვის განსაკუთრებით აქტიური იყო.

"ჩვენ ტურისტებს ინფორმაციას ვაწვდით ქალაქის ღირსშესანიშნაობების, კვების ობიექტების, ღამის გასათევი ადგილების შესახებ ,ასევე გვაქვს ბარგის შესანახი სივრცე. ვფიქრობ ტურისტები კმაყოფილები არიან", - ამბობს ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ტატო ლილუაშვილი.

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2 მაისამდე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული. ცენტრისთვის  "მირზაანის" ყოფილი შენობა მერიამ 2015  წელს შეიძინა, ხოლო  ობიექტის მოსაწყობად  სახელმწიფო შესყიდვა  გასულ წელს გამოაცხადა, სადაც გამარჯევბულ კომპანიად შპს "პარმარი" დასახელდა. კომპანიამ ობიექტის კეთილმოწყობის სანაცვლოდ ბიუჯეტიდან 162 000 ლარი მიიღო.

ამავე თემაზე:

ქუთაისის ტურიზმის ცენტრის შენობის პირველი სართულის ნაწილი 1 100 ლარად გაქირავდა

ქუთაისის ტურიზმის ცენტრის შენობის პირველი სართულის ნაწილი აუქციონზე სხვისდება






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.