ახალი ამბები
საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში უცხოეთიდან 1 080 449 ვიზიტი განხორციელდა
FaceBook
საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში  უცხოეთიდან 1 080 449 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 27,4 %-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ავრცელებს. 
უწყების ინფორმაციით, 

მიმდინარე წლის იანვარიდან აგვისტოს ჩათვლით ქვეყანაში უკვე 5 059 106 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,9%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 402 699-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 29,4%- ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის აგვისტოს თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 573 368 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 53,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 27,2%);

ბ) ტრანზიტი - 274 878 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 28,5%);

გ) სხვა - 232 203 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 26,4%).

2017 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+12%), რუსეთიდან (+28%), აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+42%), უკრაინიდან (+4%) და ირანიდან (+85%) განხორციელდა.

ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა, იტალია და საბერძნეთი (შესაბამისად 32%, 31%, 29%, 20%, 17%, 16% და 14%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (40%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (110%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (31%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 27%-იანი ზრდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო
აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე
განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
12:45 / 06.12.2024
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.
16:44 / 05.12.2024
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.