ახალი ამბები
ონის მერობის კანდიდატი მმართველ პარტიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის (R)
FaceBook
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ემზარ საბანაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მმართველ პარტიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ განცხადება ემზარ საბანაძემ ამბროლაურში, მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის იმედების გასამართლებლად, ძალისხმევას არ დაიშურებს.

„მინდა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო და ყველას შევპირდე, რომ პარტიის, მისი თავმჯდომარის, ხალხის იმედებს გავამართლებ. არ დავიშურებ ძალას და ენერგიას, რომ ჩემი გამოცდილება ჩემივე ხალხისა და კუთხის საკეთილდღეოდ დავხარჯო“, - აღნიშნა ემზარ საბანაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ონის მერობის კანდიდატის თქმით, მისი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება.

„ჩემი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება. ასევე, სოციალური, სამედიცინო მიმართულება და სხვადასხვა საკითხები. იმედია, ხალხისა და ხელისუფლების ხელშეწყობით ამ ყველაფერს თავს გავართმევთ“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.