ახალი ამბები
"სახეზეა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლა"
FaceBook
სამტრედიის 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში  1 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს ცესკო ეხმაურება.
"დღეს, 11:47 საათზე, შეხვედრების დარბაზის კარი (კარი, რომელიც ძირითადად დაკეტილია და აღნიშნული დარბაზი ოლქის მიერ გამოიყენება მხოლოდ საგანმანათლებლო-სასწავლო შეხვედრებისთვის) ძალადობრივად გააღეს და ოლქში ვიდეოგადამღები კამერით შეიჭრნენ ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი საოლქო კომისიაში და მისი თანხმლები არაუფლებამოსილი უცნობი პირები; მაშინ, როდესაც სამტრედიის ოლქის კომისიის წევრები, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად, ამოწმებდნენ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერ მოქალაქეთა ხელმოწერების ბლანკებს.

ოლქში შევარდნილი პირები ხმაურით, ხმამაღალი განცხადებებით ხელს უშლიდნენ კომისიის მუშაობას. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია.


სახეზეა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლა, რაც უკვე ტენდეციის სახეს იძენს და არჩევნების დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს.

მივმართავთ შესაბამის უწყებებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და მთელ საზოგადოებას, მიმართოს ძალისხმევა საარჩევნო პროცესებში ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის და ხელი შეუწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის განხორციელებას.

თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებელ, კანონიერ ფორმას, რომ მოქალაქეებს და ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მშვიდ საარჩევნო გარემოში მოახდინონ საარჩევნო უფლებების რეალიზაცია და განახორციელონ საკუთარი საქმიანობა", - ნათქვამია საარჩევნოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სამტრედიის 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ინციდენტი  დილის საათებში მოხდა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კობა სიხარულიძე ამბობს, რომ შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

"დაახლოებით ერთი საათის წინ ჩოჩქოლი შემომესმა, გამოვედი და "ქრისტიან-კონსერვატიული" პარტიის წევრი იყო შემოსული დალუქული კარიდან, ფიზიკური ძალადობით შემოაღეს კარი, გასაღებიც ჩატეხილი იყო. ამბობდნენ, რომ ჩვენ ვსარგებლობთ გამგეობასთან დასაკავშირებლად ამ კარებით და კონსულტაციები გვაქვს გამგეობასთან. ჩაიშალა სამუშაო პროცესი და ამის შემდეგ დატოვეს შენობა", - სამტრედიის 54-ე ოლქის თავმჯდომარის მოადგილე, კობა სიხარულიძე.


ამავე თემაზე:

ინციდენტი სამტრედიის 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.