ახალი ამბები
წყალტუბოში 80 წლის ქალი გველმა დაკბინა
FaceBook
წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობას", სადაც დევნილები ცხოვრობენ ქვეწარმავლები შეესია.

დევნილების ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში მცხოვრები 80 წლის ქალი 30 აგვისტოს დილით გველმა დაკბინა. 

როგორც დაზარალებულის მეზობლები ამბობენ, მოხუცი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"კომაში იყო და ოჯახმა საავადმყოფოში წაიყვანა, არ ვიცით მისი ჯანმრთელობის ახლანდელი მდგომარეობა როგორია. მეც დამკბინა ქვეწარმავალმა ორი დღის წინ. სასწრაფიდ გავიკეთე შრატი და გადავრჩი," - ამბობს სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები ქარდავა თამილა.

დევნილების თქმით, შენობაში მცხოვრებლები მუმდივად შიშში იმყოფებიან. ისინი  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისგან დახმარებას ითხოვენ.

"ვიდრე ვინმეს შეგვიწირავს ეს ქვეწარმავლები, ყურადღება მოგვაქციონ და შეიწამლოს შენობა," - ამბობს ქარდავა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია "ქუთაისიპოსტისგან" მიიღეს.

როგორც გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურში ამბობენ, დევნილთა საცხოვრებლის შეწამვლავენ.  

"ჩვენ არ ვიცილებთ პრობლემას თავიდან და ეტაპობრივად ვწამლავთ ტერიტორიებს. ამ შემთხვევაში ხვალ ან ზეგ მოვახდენთ კონკრეტული სანატორიუმის შეწამვლასაც," - აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

"ქუთაისიპოსტი" ცდილობს ქვეწარმავლისგან დაკბენილი ქალბატონის ჯანრთელობის მდგომარეობის გარკვევას და ინფორმაციის დადგენისთანავე მოგაწვდით.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.