ახალი ამბები
7 თვეში ქუთაისის მერიამ 3 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება გაასხვისა
FaceBook
მიმდინარე წლის 7 თვეში, ქუთაისის ბიუჯეტში ქონების პრივატიზაციით მიღებული შემოსავალი, 2016 წლის მთლიან მონაცემს 1 354 090,28 ლარით აღემატება.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წელს 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით 3 571 319,75 ლარის ქონება გასხვისდა.

როგორც მერიაში განმარტავენ, მიმდინარე წელს ქუთაისში სულ 43 ობიექტი გასხვისდა, სარგებლობაში კი 37 ერთეული უძრავი ქონება და 1713 გარე განათების ბოძი გაიცა.

2017 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ქონების პრივატიზაციით მიღებული თანხა 5 543 200 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება გასულ წელს, მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პრივატიზაციის მიღებულმა შემოსავალმა სულ 2 217 229, 47 ლარი შეადგინა.

"გასული წლის განმავლობაში გასხვისებული იქნა 57 ობიექტი. მათ შორის: 5 ერთეული მხოლოდ დაშლა-გატანის პირობით, 3 ერთეული ქონების ურთიერთმონაცვლეობა. სარგებლობის უფლებით გაიცა 59 ერთეული უძრავი ქონება და ასევე, 1423 გარე განათების კონსტრუქცია," - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში, რომელიც ქუთაისიპოსტს მერიის ადმინისტრაციის სამსახურმა მიმდინარე წლის 31 ივლისს მიაწოდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.