ახალი ამბები
„მწერალთა სახლი გაყიდეს, ახლა საჯარო ბიბლიოთეკის ჯერი დადგა“- გოგი წულაია
FaceBook
პარტია "თავისუფაალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია, ქალაქის ცენტრში ისტორიული შენობების გასხვისებას და მათ ადგილზე სასტუმროების მშენებლობას აპროტესტებს.
მისი თქმით, ასეთი მიდგომით ხელისუფლება ქალაქის არქიტეტურულ ღირებულებას ანადგურებს და იერსახეს უკარგავს ცენტრალურ უბანს.

"ქალაქის ცენტრი უკვე არის ქუთაისის თავკომბალა, ისევე, როგორც თბილისია საქართველოს თავკომბალა. გაყიდეს მწერალთა სახლი, რიგში დგას საჯარო ბიბლიოთეკა. ასეთი ქუჩები ქუთაისში ბევრი არ არის. აქ არის მე-19 და მე-20 საუკუნის შენობები, რაც არის ქალაქის სილამაზე. რით ერ ვისწავლეთ, რომ არ შეიძლება ასეთი მიდგომა", - განაცხადა გოგი წულაიამ.


მისივე თქმით, თუ მწერალთა სახლის ადგილზე მრავალსართულიანი სასტუმრო აშენდება, შენობის უკანა მხარეს მცხოვრები ათეულობით ოჯახი დაკარგავს ჰაერს.

ქუთაისში მწერალთა სახლის ყოფილი შენობა მიმდინარე წლის 24 მაისს გამოცხადებულ აუქციონზე გაიყიდა.
აუქციონზე მწერალთა სახლის ყოფილ შენობასთან ერთად, სხვა მიწის ნაკვეთიც გაიყიდა. კერძოდ, გაპონოვის ქუჩა N5-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფასმა 1 400 640 ლარი შეადგინა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია მწერალთა შენობის ნაწილი (350 კვმ.) მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის გაარემონტოს და ქუთაისის მერიას დაუბრუნოს. დანარჩენ 2250 კვ.მ - ს კი ინვესტორი სასტუმროს მშენებლობისთვის გამოიყენებს.

რაც შეეხება საჯარო ბიბლიოთეკას, რომლის შენობაც სამხარაულის ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით არამდგრადია, მისთვის ალტერნატიული ადილის შერჩევა ამ დრომდე არ მომხდარა.

საჯარო ბიბლიოთეკის ბედზე ქუთაისი მერმა,  შოთა მურღულიამ 4 აგვისტოს 4 წლიანი მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერეციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის ადგილის შერჩევა ამ დრომდე გრძელდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.