ახალი ამბები
"ჯორჯიან მანგანეზში" 2 ათასი დასქმებულის ჯანმრთელობას ექიმები გამოიკვლევენ
FaceBook
ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში შპს "ჯორნიან მანგანეზში" დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები უფასოდ გამოიკვლევენ.

აქციის ფარგლებში სკრინინგი სამი დღის განმავლობაში 4 - 6 აგვისტოს ჩატარდება.

შპს "ჯორჯიან მანგანეზში" სამედიცინო გამოკვლევებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის სპეციალისტები ჩაატარებენ.

როგორც ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებენ, სპეციალისტები ზესტაფონს თანამედროვე სამედიცინო ტექნიკური აღჭურვილობით ესტუმრებიან და და პაციენტებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის დაავადებებზე გამოიკვლევენ.

"ეს არის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური გამოკვლევა," - ამბობენ ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, სკრინინგის პროგრამით, ძუძუს გამოკვლევები 40-დან 70 წლის ასაკის, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები – 25-დან 60 წლის, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები 50-დან 70 წლის, ხოლო პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის პირებს ჩაუტარდებათ.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 2000-მდე ადამიანია დასაქმებული.



ამავე თემაზე:

გარემო, რომელიც კლავს (ვიდეო)


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.