ახალი ამბები
რიონის სანაპიროზე არსებული შადრევანი „არგოს“ ეზოში გადააქვთ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შადრევნის დემონტაჟი მოხდა.
ის რიონის სანაპიროზე მშენებარე კაფე-ბარ "არგოს" ტერიტორიაზე გადააქვთ. შადრევანთან ერთად, "არგოს" საზღვრებში მოხვდება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძეგლებიც.


აქ იყო განთავსებული შადრევანი, რომლის დემონტაჟიც მოხდა


"არგოს" ეზოში უკვე მიმდინარეობს ახალი შადრევნის მონტაჟი, რომელსაც არქიტექტორი, დავით ამბროლაძე აკეთებს.

მისი თქმით, ახალი შადრევანი ძველი მასალისგან აიწყობა. განსახვავება კი ის იქნება, რომ შადრევანზე გემის ფიგურა განთავსდება.

"160 სმ. იქნება გემი, რომელიც შადრევანზე დაიდგმება. გემის ესკიზი უკვე არსებობს. ის ძეგლებიც აქ გადმოვა. შადრევნის მონტაჟი 2-3 კვირაში უნდა დავასრულო", - ამბობს დავით ამბროლაძე.


ასეთი იქნება გემი, რომელიც შადრევანზე განთავსდება

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ შადრევანსა და ძეგლებს ადგილი წლების წინ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ შეუცვალა. ახლა კი ისინი კვლავ თავინთ ადგილს უბრუნდებიან და მათი ფუნქციაც აღდგება.

"წინა ხელისუფლებამ როცა  ლუდსახარში "მირზაანის" შენობა გაასხვისა, სკვერში მდებარე ძეგლებს და შადრევანს ადგილი შეუცვალა და ავტოპარკინგთან განათავსა. ახლა სკვერს უბრუნდება თავისი ფუნქცია და შადრევანიც და ძეგლებიც დაბრუნდება სკვერში იქ სადაც წლების მანძილზე იყო", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

"არგოს" ეზოს ნაწილი უკვე მოპირკეთებულია ფილებით, სადაც ღია ცის ქვეშ მაგიდები მოეწყობა. ერთსართულიანი შენობა თითქმის დასრულებულია. მოხტულია შიდა კედლები, თუმცა, როდის გაიხსნება კაფე-ბარი ჯერჯერობით უცნობია.

რიონის სანაპიროზე კაფე-ბარი "არგოს" მშენებლობა 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სამეფო რეზიდენციაში კაფე-ბარის მშენებლობას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

ადგილი, სადაც ახლა "არგო" შენდება, ქუთაისის მერიამ შპს "ანასტასიას" 2016 წელს, სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუცვალა, სადაც "ანასტასია" სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა.

ქალაქის ცენტრში 417 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცლოდ, შპს "ანასტასიას" ყოფილი "მირზაანის" შენობის უკან, რიონის პირზე 300კვ.მ მიწის ნაკვეთი მიიღო, რაშიც ფირმამ წლიური იჯარა, 6 600 ლარი უნდა გადაიხადოს.


"არგოს" მშენებლობა დასასრულს უახლოვდება


ამავე თემაზე:

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო


ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

ნიკა ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"

"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი ერთკვირიან ვადას აძლევს


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #კაფე #არგო
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.