ახალი ამბები
"ჩემი მისია შევასრულე" - ქუთაისის მერი
FaceBook
ქუთაისის მერი მომავალი კვირიდან უბნების მიხედვით მოქალაქეებთან ანგარიშის ჩაბარებას იწყებს.

შოთა მურღულია აცხადებს, რომ მოქალაქეებს მისი მერობის პერიოდში მიღწეულ შედეგებს გააცნობს.

„ჩემი მთავარი ამოცანა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა მომეტანა, შევასრულე. თუ ოდესმე, რომელიმე პერიოდში  რაიმე საჯარო ფინანსები შემოსულა ქალაქში, შემიძლია შევედავო ყველას, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დაფინანსება მივიღე, ISO სერთიფიცირებით საერთაშორისო აღიარება მივიღე და მგონია, რომ ჩემი მისია შევასრულე,“ - ამბობს შოთა მურღულია.

დასახელდება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად, ქუთაისის მერი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა და ამის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს. მურღულიას განცხადებით, მმართველი გუნდი მერობის და დეპუტატობის კანდიდატებს სექტემბერში დაასახელებს.


შოთა მურღულია 2013 წლის ნოემბერში  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მანამდე, ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.

2002-2012 წლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრში მუშაობდა. დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობითაც, კითხულობდა ლექციებს გრიგოლ რობაქიძის, ილიას და თავისუფალ უნივერსიტეტებში.

მურღულია ქუთაისის მერად 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მას მხარი ამომრჩეველთა 50,63%-მა დაუჭირა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.