"ეს ქონება ეკონომიკის სამინისტროსგან გადმოგვეცა. ორი წლით მათ
საშეღავათო პერიოდი აქვთ. ორი წლის შემდეგ, შესაძლებელია, საკრებულომ
გადახედოს და გადაუვადოს," - განაცხადა სხდომაზე ქუთაისის მერმა, შოთა
მურღულიამ.
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ბესიკ ბრეგაძე
დაინტერესდა იქნება თუ არა წლიური საიჯარო ქირის ოდენობის
გადამხდელუნარიანი პანტომიმის ახალგაზრდული თეატრი.
ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ ეს თანხა თავად თეატრის მიერაა
წარმოადგენილი.
პანტომიმის ახალგაზრდულ თეატრ "დუემის" ლერმონტოვის #5-ში, საჯარო
ბიბლიოთეკის უკან მდებარე ფართი გადაეცა. შენობა ამ დროისთვის
ამორტიზებულია. თუმცა, მერიაში ამბობენ, რომ თეატრი მზადაა 2 წლის
განმავლობაში მისი რეაბილიტაციისთვის 60 000 ლარიანი ინვესტიცია
განახორციელოს.
ქუთაისში, სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.




მასალის გამოყენების პირობები