ახალი ამბები
"სკვერში სასრიალო ატრაქციონების გაკეთებას ვგეგმავ " - "ფლამინგოს" მეპატრონე ბუხაიძის ქუჩაზე
FaceBook
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა სკვერის გასხვისებასა და კაფე-ბარ "ფლამინგოს" მშენებლობას აპროტესტებდა, შესაძლოა, დასასვენებელი სკვერი მოეწყოს.

"ფლამინგოს" მეპატრონე, კახა მეფარიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბუხაიძის #17-19-ში მცხოვრებლებმა სასრიალო სკვერის მოწყობა მოითხოვეს, რომელიც, მისივე თქმით, შესრულდება.

"სასრიალო სკვერი უნდა გავუკეთო ბუხაიძის ქუჩას, ასეთი მოთხოვნა აქვთ მათ. ჯერჯერობით ასე შევთანხმდით", - ამბობს კახა მეფარიშვილი.

ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრები, ეკა გოქსაძე კი ამბობს, რომ ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ არის მიღწეული და ამავე ქუჩაზე დასასვენებლად კონსტრუქციები თავიანთი ძალებით მოაწყვეს. შემოდგომაზე კი ტერ

"ტყუილია, რომ შევთანხმდით რამეზე. ჩვენ თვითონ დავდგით ბავშვების სათამაშო კონსტრუქციები და შემოდგომაზე ხეების დარგვას ვაპირებთ. ამაში არავინ დაგვხმარებია", - ამბობს ეკა გოქსაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში.

რაც შეეხება, "ფლამინგოს" შენობის დემონტაჟს, კახა მეფარიშვილი ამბობს, რომ ობიექტისთვის ალტერნატიული ტერიტორია ჯერჯერობით შერჩეული არ არის და ობიექტის კონსტრუქციას ინახავენ.

"ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე, "კინო საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა, თუმცა, კინოს შენობის მფლობელი მის გვერდით კაფე–ბარის არსებობას აპროტესტებდა და ამბობდა, რომ კინოს მანამდე არ გახსნის, ვიდრე "ფლამინგო" სხვა ადგილზე არ გადავა.

ამის გამო, ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს" ალტერნატიულ ფართად, სადაც კაფეს მშენებლობას შეძლებს, ბუხაიძის ქუჩაზე 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით გადასცა. რასაც ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი მოჰყვა.

ამავე თემაზე:

"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 22 ივნისს სარჩელი შეაქვთ

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)

"ისუნთქოს ქალაქმა" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან

"ისუნთქეთ ცემენტი" - აქცია ქუთაისის მერიის წინ

"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შევიდა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც 1 მარტამდე დროებითი
მართვის რეჟიმზეა გადასული, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები
იწყება.
11:56 / 11.11.2024
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც 1 მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმზეა გადასული, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები იწყება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 16
ნოემბრამდე, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
11:19 / 11.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 16 ნოემბრამდე, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.