ახალი ამბები
"რაც გააკეთეს, უკვე გაფუჭდა" - მოსახლეობა წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილობრივები აპროტესტებენ.

მათი თქმით, სამუშაოები უხარისხოდ კეთდება, რადგან ზოგიერთ ადგილზე, სადაც ახალი მილები ჩაყარეს, წყალი ჟონავს და გზის ზედაპირზე ამოდის.

„წინ მიიწევენ თითქოს, მაგრამ უკან რაც გააკეთეს, უკვე გაფუჭდა. გუშინ დაასრულეს მუშაობა, ამოავსეს ორმოები მიწით და დღეს დილიდან წყალი ამოდის, ტბა დადგა ადგილზე,“ - ამბობენ ადგილობრივები.

დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტარქტორი SMK ახორციელებს.

წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკურ სამსახურში განმარტავენ, რომ წყლის გაჟონვა, შესაძლოა, რეაბილიტაციის დროს ძველი მილების დაზიანების გამო მოხდა.

„ახალ ქსელში წყალი არაა. იმდენად ამორტიზებულია, შესაძლებელია, თურქულ კომპანიას დაუზიანდა ძველი მაგისტრალი,“ - განმარტავს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსი, მალხაზ გულიავა.

მისივე თქმით, კომპანია SMK-ს თანამშრობლები დაზიანებულ ადგილებს შეაკეთებენ.

ქუთაისში დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე, წყლის სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, 880 მ სიგრძის პოლიეთილენის მილის ახალი მაგისტრალი მოეწყობა. ტექნიკური სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის
ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
09:20 / 05.07.2026
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.