ახალი ამბები
20 ივლისიდან იმერეთის აბონენტებს ბუნებრივ აირზე გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევთ
FaceBook
20 ივლისიდან იმერეთის 133 600 აბონენტს ბუნებრივ აირზე გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევს.

სემეკის ინფორმაციით, რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი 2 თეთრამდე გაიზარდა.

რეგიონებში "სოკარ ჯორჯია გაზის" 41 ტარიფი მოქმედებს, ხოლო "საქორ გაზს" 11 ტარიფი აქვს, შესაბამისად, აბონენტებისთვის სხვადასხვა რაიონში განსხვავებული ტარიფი იმოქმედებს.

"იმერეთში სოკარ ჯორჯია გაზის" შემთხვევაში  ტარიფი 56. 94 იქნება, ხოლო "საქორ გაზის" აბონენტები 57.01  თეთრს გადაიხდიან", - განუცხადეს ქუთაისიპოსტს სემეკში.

ახალი ტარიფები ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ გაზის მიმწოდებელი კომპანიების მოთხოვნის შესაბამისად დაადგინა.

ბუნებრივი აირის ღირებულება  არ შეცვლილა "საჩხერე გაზის" 16 000 აბონენტისთვის, რადგან,  სემეკის ინფორმაციით,  ამ კომპანიას მათთვის ფასის ცვლილების მოთხოვნით არ მიუმართავს. 

სემეკს ტარიფის ცვლილების მოთხოვნით სულ სამმა კომპანიამ - "სოკარ ჯოჯია გაზმა" , "საქორ გაზმა" და "ყაზტრანსგაზმა" მიმართა.

ჯამში,   საქართველოს მასშტაბით,  ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე გადასახადი 7-დან 11 თეთრამდე გაიზარდა.

შეცვლილი ტარიფები 2018 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.