ახალი ამბები
ჯოხით მონიშნული ორმო ქუთაისში (ფოტო)
FaceBook

ქუთაისში, ერევნის ქუჩაზე საგზაო ნიშნის დანიშნულებით ორმო ჯოხით მონიშნეს.


ამ ხერხს ადგილობრივებმა ამორტიზებული გზის მონაკვეთზე ჩავარდნისგან დასაცავად მიმართეს.




როგორც ერევნის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, ქუჩის ვიწრო მონაკვეთზე ავტომობილები ხშირად გადაადგილდებიან და ორმოში ვარდებიან.

"ადამიანი ახლა ამ ჯოხით ხვდება, რომ გვერდი უნდა აუაროს," - განმარტავენ ბალახვნის დასახლებაში მცხოვრებლები.

მათივე ინფორმაციით, ქუჩაზე გზის საფარი ორი კვირის წინ ჩავარდა. გზის რეაბილიტაციის მიზნით, ადგილობრივება დახმარებისთვის ქუთაისის მერიას განცხადებით ერთი კვირის წინ მიმართეს.

"იქნებ იჩქარონ და დროულად შეაკეთონ გზა, რადგან ეს ორმო საფრთხეს უქმნის ტერიტორიაზე გადადგილებას," - აცხადებენ ერევნის ქუჩაზე მცხოვრებლები.

ქუთაისის მერიაში ადასტურებენ, რომ გზის ორმოული შეკეთების მოთხოვნით ერევნის ქუჩიდან განცხადება შევიდა. 

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკლვლევა, თუ ვინ უნდა მოაწესრიგოს ქუჩაზე არსებული გზა.

"დაწყებულია მოკვლევა ამ საკითხზე, თუ წყლის მილია დაზიანებული, მაშინ წყალმომარაგების კომპანიამ უნდა შეაკეთოს, ხოლო თუ სანიაღვრე სისტემის მიზეზითაა ჩავარდნილი, მაშინ მერიამ,"- ამბობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

მერიაში ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ქუჩაზე გზის ორმოული შეკეთება მალე განხორციელდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის
სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
14:44 / 07.05.2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
12:36 / 07.05.2024
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.