ახალი ამბები
ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა ათ დღეში დასრულდება
FaceBook
ქუთაისში, მჭედლიძის ქუჩაზე გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. ტერიტორიაზე  სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაახლოებით ათი დღის წინ, ბუნებრივი აირის მილების  გამოცვლის  გამო შეჩერდა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტერიტორიაზე თურქული კომპანია"ესემკა" ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენლები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში  განმარტავენ, რომ მჭედლიძის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა 10 დღეში  უნდა დასრულდეს. 

მჭედლიძის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო გზის საფარი უკვე 8 თვეა ამორტიზებულია.

აღნიშნული საკითხი არაერთხელ გახდა  მჭედლიძის ქუჩის მცხოვრებლების უკამაყოფილების საგანი.


ამავე თემაზე:


ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია შეჩერდა - მოსახლეობა სამუშაოების დროულ დასრულებას ითხოვს

"ოცნება" ჩვენს ხმებს ვეღარ მიიღებს - ქუთაისში მოსახლეობა იმუქრება (ფოტო)


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
13:34 / 16.12.2025
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც
აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის
ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/
მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
12:22 / 16.12.2025
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.