ახალი ამბები
ქუთაისში, ასათიანის ქუჩის ამოთხრილ გზაზე ავტომობილი ჩავარდა
FaceBook
ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე ამორტიზებული გზის ნაპირზე, სადაც სანიაღვრე სისტემა უნდა მოეწყოს  ავტომობილი ჩავარდა.
შემთხვევას მძღოლის ფიზიკური დაზიანება არ მოჰყოლია, თუმცა, მწყობრიდან გამოვიდა ავტომობილი.

ადგილობრივების თქმით, ასათიანის ქუჩაზე ხშირად ფიქსირდება ავტოსაგზაო შემთხვევები, რასაც ისინი გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშორებენ.

"ვინ ვის ეჯახება და ვინ სად ვარდება ვერ გაიგებ, მაინც იმდენ ხანს გაიწელა ამ ქუჩის რეაბილიტაცია, უკვე გვგონია რომ ასე უნდა დარჩეს," - ამბობენ ასათიანის ქუჩაზე მცხოვრებლები.

ასათიანის ქუჩაზე წყლის სისტემის და შემდგომში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს.

წყლის სისტემის შეცვლასა და დაზიანებული გზის საფარის აღდგენაზე პასუხისმგებელ კომპანია "სმკ"–ში აცხადებდნენ, რომ მათ კონკრეტულ ქუჩაზე სამუშაოების შესრულების ვადები კონტრაქტში გაწერილი არ ჰქონდათ.

ქუთაისის მერიამ კი,  სამუშაოების შესრულების ვადებზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.

მანამდე, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ", რომლის კონტრაქტორიცაა "სმკ", თურქული ფირმა სამუშაოების გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

ქუთაისში, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების ყოფილი მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის ვიზიტის შემდეგ, კი "სმკ"–ს ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეიცვალა.

ასათიანის ქუჩაზე წყლის მილების შეცვლის ძირითადი სამუშაოები გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდა, თუმცა, გზის საფარის აღდგენა კვლავ ვერ ხერხდებოდა. ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.



ამავე თემაზე:

"ოცნება" ჩვენს ხმებს ვეღარ მიიღებს - ქუთაისში მოსახლეობა იმუქრება (ფოტო)

ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყეს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.