ახალი ამბები
"რთული თამაში გველოდება" - "ტრენჩინის" მწვრთნელი "ტორპედო" "ტრენჩინის" საპასუხო მატჩზე
FaceBook
მიმდინარე წლის 6 ივლისს ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს სლოვაკეთის "ტრენჩინისთან" გამართავს. დღეს კი, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრეთნელმა მარტინ შეველამ რამაზ შენგელაიას სახელობის სტადიონის საკონფერნციო დარბაზში პრესკონფერნცია გამართა. მისი შეფასებით, ხვალიდელი მატჩი რთული იქნება.

"გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. "ტორპედოს" კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს. განსაკუთრებით მეკარე, როინ კვასხვაძე და ფორვარდი, ქიმაძე. თუმცა, პირველი შეხვედრის დროს, ჩვენმა გუნდმა მეორმოცე წუთიდან რეალური ძალა ვაჩვენეთ. "ტორპედოელებს" ფიზიკური ძალა არ ეყოთ და შესაძლოა, ეს იყო მათი წაგების მიზეზი", - განაცხადა მარტინ შეველამ.

პრესკონფერენციას სლოვაკეთის "ტრენჩინიში" მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ბერიძეც ესწრებოდა.

"ემოციურია ჩემთვის აქ თამაში. ფორმაში ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და ხვალაც მოგებისთვის ვემზადები", - ამბობს გიორგი ბერიძე.

"ტრენჩინის" ფეხბურთელები მატჩის წინ "ტოპრედოს" სატადონზე ივარჯიშებენ. უცხოელი ფეხბურთელები წყალტუბოს სასტუმრო "პალაზაში" არიან დაბინავებულები.

მატჩი 6 ივლის 21:00 საათზე დაიწყება. 

საქართველოს თასის მფლობელმა ქუთაისის "ტორპედომ" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა წაგებით დაასრულა.

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება "ტორპედომ" გასულ წელს მოიპოვა. 2016 წლის 23 ნოემბერს გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.