ახალი ამბები
"შეგვიქმნან ადამიანური პირობები" - მოვაჭრეები გაგრილების სისტემის დაყენებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის მოვაჭრეები შენობაში კონდინცირების სისტემის დამონტაჟებას ითხოვენ. მათი თქმით, შენობაში მზიან დღეებში გაჩერება შუძლებელია, რადგან ბაზარი მხოლოდ რამდენიმე ფანჯრით ნიავდება.

"სიცხეში აქ გაჩერება შეუძლებალია, მომხმარებელი არ მოდის. ჯერ მეორად ტანსაცმელს აქვს სპეციფიური სუნი, რომელიც მომწამვლელია. ხომ შეიძლება განიავდეს ეს ამხელა ტერიტორია, რატომ უნდა ვიტანჯებოდეთ აქ. რამდენი ხანია ვითხოვთ გაგრილების სიტემას, რომ სული მოვითქვათ ჩვენც და მომხმარებელმაც",  - აცხადებენ  მოვაჭრეები.

მათი თქმით, მეორადი ტანსაცმლის ბაზარში ისინი 1 კვ. მ  ფართობზე ყოველდღიურად 5 ლარს იხიდიან. იმ შემთხვევაში როცა გაუსაძლისი სიცხის გამო მუშაობა არ არის, ამ თანხის გადახდასაც ვერ ახერხებენ.

"4 ივლისს იყო გაუსაძლისი სიცხე, მომხმარებელი როგორც კი ფეხს შემოდგამდა ეგრევე უკან ბრუნდებოდა. ერთი ლარის რამე არ გამიყიდია ისეთი სუნი და სიცხე იყო. ახლა მოდის ადმინისტრაცია გვეუბნება იმ დღის გადასახადი გადავიხადოთ. როგორ გადავიხადო დავიწვით სიცხით და ვერ ვივაჭრეთ.  ხომ შეიძლება შეგვიქმნან ადამიანური პირობები. ამდენი ფული შედით ჩვენგან და ეს კონდინცირება მაინც გააკეთონ ", - განმარტავენ მოვაჭრეები.

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მეორადი ტანსაცმლის მაღაზია შპს "ოაზისი 2002" საკუთრებაშია. ამ ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ  ბაზრობაზე დაახლოებით 300-მდე მეწარმეზეა გაიჯარებული. 





შპს "ოაზისი 2002" -ში განმარტავენ, რომ შენობაში კონდიცირების სიტემის მონტაჟი ვერ მოხდება, რადგან ეს ტექნიკურად შეუძლებალია.

"ჩვენ მოვაჭრეებს შევხვდით და ავუხსენით, რომ იქ კონდიცირება არ მოხერდხება ამხელა დარბაზში კონდიცირება წარმოუდგენელია, რადგანა ამისთვის საჭიროა დახურული სივრცე, ფანჯრის და კარის დაკეტვა თან ნაწილს უნდა ეს კონდიცირება ნაწილს არა და ჩვენ რა გავაკეთოთ", - ამბობს "შპს ოაზისი 2002" -ის დამფუძნებელი, იოსებ ყიფიანი. მისი თქმით, შენობაში კონდიცირების სიტემის მონტაჟითვის სპეციალისტებიც ჰყავდათ მიყვანილი.

"ტექნიკოსებმა მითხრეს, რომ შენობაში კონდიცირების მონტაჯი ვერ მოხერხდებოდა", - ამბობს ყიფიანი. სამაგეროდ, ამბობს რომ  მოვაჭრებს ცხელ დღეებში თითოულ დახლთან დენის წყაროს მონტაჟს დაჰპირდა, სადაც მოვაჭრეები საკუთარი თანხით შეძენილი ვენტილატორის ჩართვას შეძლებენ.

"თავად იყიდონ ტექნიკა, ჩვენ კი, გახარჯულ დენის საფასურს გადავიხდით", - ამბობს იოსებ ყიფიანი.

შპს "ოაზისი 2002"-ის შეთავაზებას არ ეთანხმებიან მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის მოვაჭრეები, მათი თქმით, ვენტილატორი შენობაში არსებულ ცხელ ჰაერს დაატრიალებს და არსებულ გაუსაძლის მდგომარეობას არ შეცვლის.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.