ქუთაისში, "ოქროს ჩარდახში" ჟურნალ "განთიადის" დაარსებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
სადაც, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შემოქმედების კონკურში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.ლიტერატურული კონკურსი საქართველოს მასშტაბით, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კონკურში 500-მდე ნამუშევარი შევიდა, საიდანაც ჟიურიმ 19 გამარჯვებული გამოავლინა. მათ საჩუქრად დიპლომები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
"ასეთი ასაკის მხოლოდ 3 მოქმედი ჟურნალი არსებობს მსოფლიოში, ერთ-ერთია "განთიადი", სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ კონკურსი, სადაც გამოვავლინეთ გამარჯვებულები", - ამბობს ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ავთანდილ ყურაშვილი.
ქუთაისში, სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.




მასალის გამოყენების პირობები