ახალი ამბები
„არ დასაჯო!“ - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ ორგანიზებული დისკუსია გაიმართა.

იგი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. რომელიც 26 ივნისს აღინიშნება.
საქართველოში ამავე დღესთან არის დაკავშირებული კამპანია "არ დასაჯო". დისკუსიაც ძირითადად ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და დეკრიმინაციზაციის პრობლემას შეეხო.

"მნიშვნელოვანია, რომ ნარკომომხმარებელი აღქმული იყოს არა როგორც კრიმინალი, არამედ ავადმყოფი. ადამიანი, რომელსაც ჭირდება გულშემატკივრობა და მხარდაჭერა და არა დასჯა და რეპრესიები", - აღნიშნა ორგანიზაცია "რუბიკონის" კოორდინატორმა ზაზა ქარჩხაძემ.

შეხვედრაზე ისაუბრეს მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის პროგრამების უპირატესობასა და შედეგიანობაზე.

"სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანის მკურნალობა, ვიდრე მისი დასჯა. მხარდაჭერაზე ორიენტირება გაცილებით შედეგიანია. ეს მეტადონის პროგრამამაც გამოჩინა," -აღნიშნა "რუბიკონის" წარმომადგენელმა დავით ფორჩხიძემ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდებში სწორი ინფორამციის გავრცელების მნიშვნელობაზე. არა აკრძალვაზე, არამედ განათლებაზე.

საქართველოში ინექციური ნარკომანების რაოდენობა 2012 წლის მონაცემებით 45 ათასია, არაოფიციალუად ეს ციფრი უფრო მაღალია და 200 ათასს შეადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.