ახალი ამბები
ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლითი გზა პროტეტსის ნიშნად ერთი საათით გადაკეტეს
FaceBook
ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლითი გზა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე საათში უნდა გახსნას, თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ამ ფორმით საპროტესტო აქცია გამართეს იმ კერძო ობიექტის მეპატრონეებმა და ახლობლებმა, რომელიც შემოვლითი გზის მშენებლობისას დაანგრიეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით შეთავაზებული იქნა რეალურ ღირებულებაზე ოთხჯერ ნაკლები თანხა, ამიტომ თანხის აღებაზე უარი განაცხადეს. რის გამოც, სასამართლოში დავა უკვე ოთხი წელია გრძელდება.

კერძო იბიექტის მეპატრონე დახმარებას პრემიერ-მინისტრს სთხოვს და ამბობს, რომ ფინანსური კრიზისის გამო, იქვე მდებარე მეორე ობიექტიც დაუყადაღეს, სადაც ჰოლანდიელ ინვესტორთან ერთად ყვავილების სათბური აქვს გაშენებული.

"სასამართლოს დანიშვნას ვერ მივაღწიე. 4 წელია ვიბრძვი იმისთვის, რომ პროცესი ჩაინიშნოს. ორჯერ შეიცვალა მოსამართლე და სხდომა დღემდე არ ჩატარებულა. არ მინდა, რომ ამ საქმემ ევროსასამართლოში გადაინაცვლოს. თუ მომეცემა შესაძლებლობა, შევხვდები პრემიერს. ზედა ეშელონებში, შესაძლოა, არც იციან ამ პრობლემის შესახებ და იქნებ, იმას მივაღწიო, რომ სასამართლო მაინც ჩატარდეს",- ამბობს ბადრი კილაძე.

ბადრი კილაძემ საპროტესტო აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართა, მაშინ, როცა მას შენობის დემონტაჟის მიზნით მის საკუთრებაში არსებული ობიექტის დაცლა მოსთხოვეს.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში მაშინ აცხადებდნენ, რომ გზა, რომელსაც კერძო მესაკუთრის ფართზე უნდა გაევლო, სახელმწიფო მნიშვნელობის იყო, კილაძე კი შენობის დემონტაჟის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. ფართი იმ მომენტისთვის უკვე საგზაო დეპარტამენტის საკუთრებას წარმოადგენდა.

სახელწიფოსა და კერძო პირს შორის დავით დაინტერესდა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", რომელიც საქმის შესწავლას არ გამორიცხავს.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი  გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის  გახსნაზე პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს 15:30 საათზე ელოდებიან.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
12:09 / 29.04.2024
"ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.