ახალი ამბები
მაღაზია ქუთაისში, სადაც მომხმარებელს დაობებული პური მიჰყიდეს, დაჯარიმდა
FaceBook
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე   სასურსათო მაღაზია "კაი მარკეტი", სადაც მომხმარებელს 26 ივნისს დაობებული პური მიჰყიდეს,  400 დააჯარიმეს.

მაღაზიის დაჯარიმება მას შემდეგ მოხდა, რაც "ქუთაისიპოსტმა" ზემოთაღნიშნულ ფაქტზე რეაგირების მიზნით საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციას, სურსათის უვნებლობის სამსახურსა და თავად "იფქილის" ხელმძღვანელობას მიმართა.

"ობიექტში დაცული იყო სურსათის ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები. თუმცა, სხვადასხვა პროდუქტზე დარღვეული იყო ეტიკეტირებისადმი საქართველოს კანონით განთვალისწინებული მოთხოვნები, " - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის მიერ ქუთაისიპოსტისთვის გამოგზავნილ დოკუმენტში.

აღნიშნული დარღვევის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის 74 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მარკეტი 400 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

შპს "კაი მარკეტის" ხელმძღვანელობას ასევე, მიეცათ გაფრთხილება, რომ აღმოფხვრან დაფიქსირებული დარღვევები.

ქუთაისში სასურსათო მაღაზიაში მომხმარებელისთვის ვადაგასული პური მიყიდვის თაობაზე იზო ქათამაძემ "ქუთაისიპოსტს" თავად შეატყობინა.

მომხმარებელი ამბობს, რომ შპს "იფქილის" მიერ წარმოებული პური - "დიეტური ნატურამო" ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "კაი მარკეტში" შეიძინა. სახლში დაბრუნებულმა კი ნახა, რომ პური დაობებული და საკვებად უვარგისი იყო.



ამავე თემაზე:

ქუთაისის მაღაზიაში მომხმარებელს დაობებული პური მიჰყიდეს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10:30 / 22.01.2026
"გრიპთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს
თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და
მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის
ფაქტზე, პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
21:57 / 21.01.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.