ახალი ამბები
"გავაფრთხილებთ ყველა მშობელს" - ქუთაისის ვიცე-მერი საბავშვო ბაღებში ფულის აკრებაზე
FaceBook
ქუთაისის მესამე ვიც-მერი, რომელიც საბავშვო ბაღების ააიპს უწევს ზედამხედვლეობას, ამბობს, რომ ბაღებში თანხების აკრება უნდა აიკრძალოს.

საუბარია, პედაგოგებისთვის  მშობლების  მიერ თანხის აკრებასა და საჩუქრების გადაცემაზე. გრიგოლ დალაქიშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებული ეს წესი ამ დრომდეც უნდა აღმოფხვრილიყო.

"ყველა მშობელს არ აქვს საშუალება, რომ 10 და 15 ლარი დადოს მასწავლებლისთვის. კორუფციას ვერ დავარქმევ, მაგრამ ცუდი რაღაცაა. აუცილებლად გამოვასწორებ. გავაფრთხილებთ ყველა მშობელი, რომ ასეთი რამე არ გვჭირდება. კმაყოფილმა მშობელმა რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ ის, რომ სხვა მშობლები დაავალდებულოს, ასე არ შეიძლება და ეს აღარ იქნება," - განმარტავს ქუთაისის ვიცე-მერი გრიგოლ დალაქიშვილი ჩვენთან საუბარში.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების  გაერთიანებაში განმარტავენ, რომ  ისინი მშობლებს  სისემატიურად აფრთხილებდნენ, რომ მსგავი ქმედებისგან თავი შეეკავებინათ. 

"მშობლების ქცევის აკრძალვები ან ინიციატივების შეზღუდვა ჩვენგან ცოტა გადაჭარბებული იქნებოდა, მაგრამ ფილიალის წარმომადგენლების და შესაბამისად, ჩვენი კონტიგენტის მიმართ ეს თხოვნა არაერთხელ გაჟღერებულა. თუმცა ეს საკითხი, დაგვეთანხმებით, ყველა სივრცეში და არა მარტო ჩვენს სეგმენტში, მენტალური პრობლემაცაა", - განმარტავენ გარეთიანებაში.  

ქუთაისში სულ 37 საბავშვო  ბაღის ფილიალია. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.