ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში გამოსაშვებ საღამოზე მანტიები დააკლდათ
FaceBook

აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს გამოსაშვებ საღამოზე მანტიები დააკლდათ.


"უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ  ახალი მანტიები შეკერა გამოსაშვები საღამოსთვის, რომელიც წვეულების დაწყებამდე ეზოში რიგდებოდა ხელმოწერებით. მეც, რა თქმა უნდა რიგში ჩავდექი, ხელი მოვაწერე და ჩემთვის განკუთვნილი მანტია ავიღე. მოხდა ისე, რომ მანტიების რაოდენობა უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე სტუდენტები, რომლებისთვისაც რეალურად ეს მანტიები შეიკერა.  ერთ-ერთ სტუდენტს მე ვათხოვე ჩემი მანტია, რომ ფოტო გადაეღო და შემდეგ ისევ დამიბრუნა. ბავშვები მანტიის გარეშე ვერ იქნებოდნენ და ამიტომ გამოსავალი მოძებნეს და ძველი მანტიები გამოიტანეს. ზოგს მაგისტრანტების ცისფერი მანტიები მოარგეს",  - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი.

სასწავლებელში გამოსაშვები საღამოს ორგანიზება ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უზრუნველყო.

სადაც აცხადებენ, რომ გამოსაშვები საღამოსთვის 250 ახალი მანტია შეიკერა, ასევე დაემატა 100 ძველი.  მანტიის გარეშე კი 6 სტუდენტი დარჩა.

"ეს არის გაზვიადებული ამბავი, 5-6 ბავშვი დარჩა მანტიის გარეშე. ასეთი ღონისძიება ჩატარდა და უმნიშვნელო დეტალზე ყურადღება როგორ გაამახვილეს. მიკვირს", - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა შონია.

მისი თქმით,  2016-2017 სასწავლო წელს ბიზნესის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სულ 360-მდე სტუდენტმა დაამთავრა. 

ფაკულტეტის გამოსაშვები საღამო მიმდინარე წლის 23 ივნისს გაიმართა.

რა თანხა იხარჯება წერეთლის უნივერსიტეტში გამოსაშვები საღამოების ორგანიზებისთვის ამ თემაზე ქუთაისიპოსტი მუშაობს და სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.