ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ავტოსადგურზე
საქალაქთაშორისო მიკროავტობუსის
(ბაღდათი-ქუთაისი) მძღოლი გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა 24 ივნისს მოხდა. 
"შემოვიდა სადგურზე, მანქანა დააყენა და ძირს ჩამოდიოდა  უცებ
წაიქცა და შეწუხდა. სასწრაფო გამოვიძახეთ და მათ მოსვლამდე
გარდაიცვალა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. ჭავჭავაძის გამზირზე
მომუშავე მძღოლების განმარტებით, მამაკაცს გული აწუხებდა.  
"70 წლამდე იყო და როგორც ვიცი გული აწუხებდა და შესაძლოა, უცებ
დაარტყა", - განმარტავენ ისინი. 
თეონა წითაძე
			 
			
მასალის გამოყენების პირობები