ახალი ამბები
ტენდერების ჩატარების ახალი წესი, რომელიც 19 ივლისს ამოქმედდება
FaceBook
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ელექტრონული ტენდერების ჩატარების ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2017 წლის 19 ივლისს ამოქმედდება.
ახალი წესის მიხედვით, დაცული იქნება ბალანსი შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლების უფლებებსა და ინტერესებს შორის. ამის გარდა,
ცვლილებები შეეხო შემდეგ საკითხებსაც, მაგალითად, განისაზღვრა ელექტრონული ტენდერის ჩატარების პრინციპები, დაიხვეწა ტერმინოლოგია, დეტალურად გაიწერა სატენდერო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, პრეტენდენტისადმი მოთხოვნების დადგენის წესი, პრეტენდენტთა შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის პროცედურები, გასწორდა აფიდავიტის პირობები და ისინი დაუკავშირდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენას.

"ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესით, ერთი მხრივ, აღსრულდა კანონისმიერი მოთხოვნა, ხოლო, მეორე მხრივ, დეტალურად და მკაფიოდ ჩამოყალიბდა ელექტრონული ტენდერის მარეგულირებელი ნორმები", - განმარტავენ სააგენტოში.

საბოლოო ჯამში, ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესი შედგება 6 თავისგან, 40 მუხლისგან და 3 დანართისგან.

"მისი ამგვარი სტრუქტურა უზრუნველყოფს ნორმების განაწილებას ქრონოლოგიურად და მარტივს ხდის ტენდერის ამა თუ იმ ეტაპის აღქმის შესაძლებლობას", - ნათქვამია ცვლილების დოკუმენტში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც 89-ე დღეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს
მართავენ, კომპანიის ხელმძღვანელობისგან მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე პასუხები ისევ არ მიუღიათ.
13:48 / 27.05.2025
ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც 89-ე დღეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ, კომპანიის ხელმძღვანელობისგან მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე პასუხები ისევ არ მიუღიათ.
ქუთაისში გასტრონომიული ფესტივალისთვის,
13:05 / 27.05.2025
ქუთაისში გასტრონომიული ფესტივალისთვის, "გემო-ფესტ 2025"-სთვის ემზადებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.