ქუთაისის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების" დირექტორის ყოფილი მოადგილეს მაკა ნაცვლიშვილს სამსახურში აღდგენაზე უარი ეთქვა. რადგან,
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატამ მაკა ნაცვლიშვილის საჩივარი არ მიიღო განსახილველად და უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ნაცვლიშვილს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე და გაცდნილი საათების ანაზღაურებაზეც.გაერთიანებაში განმარტავენ, რომ საქართველოს უზენასი სასამართლოს
მიერ გამოტანილი ვერდიქტი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
"დამტკიცდა, რომ აიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის
მიერ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი და განხორციელებული
მოქმედება, რომლებიც დაკავშირებული იყო გაერთიანებაში სტრუქტურული
რეორგანიზაციის ჩატარებასთან, სრულად შეესაბამებოდა კანონის
მოთხოვნებს", -
განმარატვენ ქუთაისიპოსტთან საუბარში გაერთიანებაში.
„ქუთაისიპოსტი“ კიდევ ერთ მიტოვებულ საბავშვო ბაღს გიჩვენებთ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წელია მიტოვებულია.
ქუთაისში, სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.




მასალის გამოყენების პირობები