ახალი ამბები
"ვფიქრობთ, არ აშენდება" - ქუთაისის ვიცე-მერი სკვერში კაფის მშენებლობაზე
FaceBook
ქუთაისში ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობასა და ვიცე-მერს შორის მოლაპარაკება დასრულდა.  ნოდარ მიქიაშვილის განმარტებით, მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული იქნება.
"თუ მოსახლეობა წინააღმდეგი იქნებალ, ვფიქრობთ, რომ არ აშენდება," - განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინვესტორს საპრივატიზაციო ობიეტების ნუსხიდან ალტერნატიული ფართის არჩევა უკვე შესთავაზა. "თუ რომელიმე იქნება ამ ფართის საპირწონე, რომელშიც შეიძლება გაიცვალოს ის ფართი, რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ გაცვლაზე," - განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.

ვიცე-მერმა უკმაყოფილება გამოთქვა აქციაზე ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გამოჩენის შესახებ. მისი თქმით, ქალაქში საპროტესტო აქციების მოწყობის სურვილი და განწყობა მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს აძლებს აქვთ.

თავის მხრივ, უკმაყოფილოები არიან  ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები  მიქიაშვილთან შევხედრით.  როგორც ისინი ამბობენ, ეს სიტყვების თამაშია და მათ ამ დაპირების არ ჯერათ.

"ამ სიტყვებით ცდილობენ დრო გაწელონ და დაელოდებიან იმ დროს, როცა ზაფხულის პერიოდში ხალხი ქალაქიდან გავა. ამასობაში გააკეთებენ იმას, რაც უნდათ," - აცხადებს აქციის მონაწილე, ვალერი ირემაძე.

მათი მოთხოვნა ბუხაიძის ქუჩაზე კაფე-ბარის "ფლამინგოს" მშენებლობის ნებართვის გაუქმება და ტერიტორიისთვის სკვერის სტატუსის მინიჭება კვლავ ძალაში რჩება.



ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)

"ისუნთქეთ ცემენტი" - აქცია ქუთაისის მერიის წინ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.