ახალი ამბები
ქუთაისში სკოლის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
FaceBook
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, ქუთაისის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.

ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ "წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვე პროგრამა" ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.

წელს ოქროს მედლები გადაეცემა საჯარო და კერძო სკოლების 1861 კურსდამთავრებულს, რომელთაც სკოლა 2015-2016 სასწავლო წელს დაასრულეს. მათ შორის, 132 ქუთაისის წარმომადგენელია. ქუთაისის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ დააჯილდოვეს.

მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.